აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აფ აქ აღ აყ აშ
აფთ აფრ აფხ

აფთარი

მაღალი საცერულის სახეობა. ერთგვარი საბრძოლო იარაღი. გავრცელებული იყო ხევსურეთსა და აღ. საქართველოს მთიანეთში. საცერულის ეს სახეობა რკინისაგან მზადდება. ეს არის რგოლი, რომელსაც ქვემოთ მხრებიანი აშია აქვს, ხოლო ზემოთ მაღალი, წაწვერილი და ერთმანეთისაგან დაშორებული კბილები. აფთარის კბილების რიცხვი და სიმაღლე ცვალებადია, დამახასიათებელია უსწორ-მასწორო, ზომაზე გამოჭრილი ალესილი კბილები, ამიტომაც საცერულის ამ სახეობას ლესულასაც უწოდებენ.ლესულას სახედრის ნალისაგანაც ამზადებენ.ზომაზე გამოჭრილ ნალს კბილებს გაუკეთებენ, ალესავენ და საცერულიც მზად არის.ვინაიდან მაღალი აფთარი ძალზე თხელია, მას ცერზე სწორად დგომა არ შეუძლია, ამიტომ ორსავე მხრიდან რგოლებს უმაგრებენ.

ლიტ.,გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები ტ მე-2.2000.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9