ქართველთა ყოფაში ცხენი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა; მეცხენეობა თითქმის ყოველ კუთხეში იყო განვითარებული. ცხენის ჯოგი ჰყავდათ ქვემო და შიდა ქართლში, თრიალეთში, ჯავახეთში, გარე კახეთში, იმერეთში,სამეგრელო-გურიაში (ვახუშტი).ცხენის აღკაზმულობის ყველა შემადგენელი ნაწილის ფუნქცია ისეა შემუშავებული,რომ ერთი ნაწილის არასწორმა გამოყენებამ ცხენისა და მხედრის შეუთავსებლობა არ გამოიწვიოს. ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხენის ზომება და ზურგის ფორმა. ცხენის აღკაზმულობა შემდეგი ნაწილებისაგან შედგება:უნაგირი, კეხი, უზანგები, აღვირი, საძუე, სამკერდე, თექალთო,საოფლე, გარსაკრავი ღვედები, ბარგის ამოსაკრავი თასმები, გვერდის საყბეურები, ფრთები, მოსართავები, ბალიშის მომჭერი, სამუცლე, სამუხლე, საბუზე, საყელო, ავშარა, მათრახი. კარგად აღკაზმული ცხენი, პრაქტიკული საჭიროების გარდა, მხედრის ავტორიტეტულობის მანიშნებელიც იყო.
ლიტ.:ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში. თბ., 1973.