მივიწყებული მიცვალებულის მშიერი, მოხტიალე სული მეგრული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. წარმოდგენილი ჰყავთ სუსტი, ძლივს მოსიარულე მამაკაცის ან ქალის სილუეტის სახით. ღამით ხშირად ჩნდება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასოფლო გზებსა და ბილიკებზე; არის ამბივალენტური ბუნების: ერთი ცნობით, ეზოში მის გამოჩენას მოუსავლიანობა, საქონლის ჭირიანობა, ოჯახის სიღარიბე მოაქვს, აშინებს ადამიანებს; სხვა ცნობით, აგაგა ადამიანის დამხმარედაც გვევლინება, შველის მგზავრებსა და მეთევზეებს.
ლიტ.: ნ. ანთელავა, სამეგრელოს ექსპედიციის მასალები, რვ.7, გვ11; რ.ხარაძე ხევსურეთის ეტნოგრაფიული მასალები,1938, კავკასიისეთნოლოგიური კრებულითბ., 2012, გვ 177.