აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აგა აგვ აგი აგუ

აგვარა

საკარვო მეურნეობის პარალელური ბაზა. დასახლებიდან მოშორებულ საძოვრებსა და სახნავ-სათეს ნაკვეთებზე ეწყობოდა.სიმინდის ყანების აღების შემდეგ აქ გადმოჰყავდათ საქონელი, რომლის მოვლა-პატრონობა ოჯახის ერთ-ერთ მამაკაცს ევალებოდა.საქონლის მოვლა-პატრონობა მისთვის თივა-ჩალის მიწოდებას მხოლოდ ზამთრის სუსხიან დღეებში ითვალისწინებდა, სხვა დროს კი საქონელი ჭალებში ძოვდა და ადვილი შესანახი იყო.თუ ოჯახს მუშახელი არ ჰყავდა,აგვარაში გასარეკ საქონელს მეზობელთან აერაერთიანებდა. გაერთიანებული მეზობლები ერთად აგებდნენ ქოხ-ბოსლებს, საბძლებსა და ბაკებს და მორიგეობით უძღვებოდნენ აგვარას მეურნეობას.

ლიტ.:საქართველოს ისტორიულ-ეტნოგრაფიული ატლასი, 1986:145.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9