აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აგა აგვ აგი აგუ

აგვართა

გურიასა და სამეგრელოში მწყემსების სახელდახელო ქოხი: "აგუარა" დღესაც დამოწმებულია აფხაზეთში და აღნიშნავს მესაქონლეო დანიშნულების ბანაკს. აგუარები, შესაბამისი ფორმებით, სტრუქტურით ხასიათდებიან. არის: მრგვალი, ოვალური, კვადრატული. სამეგრელოში აგუარა, აგუარათია საქონლის საზაფხულო სადგომია. ქვით შემორაგული მასივია, სადაც მესაქონლე ღამით საქონელს წველის, მკურნალობს და სახეების მიხედვით აყენებს. აქვეა მისი სადგომი (ადრე ეს ჯიხური ღია იყო, ახლა გადახურულია ორფრთიანი სახურავით).მის გვერდით, ერთ მხარეს სახბორეა, მეორე მხარეს - საძაღლე, შემდეგ გაშლილი აგუარაა , მისი უკანა ნაწილი გამოყოფილია საერთო სამეურნეო დანიშნულების ეზოთი. საქონელი პირველად აქ შემოდის, აქვე წველიან, უტარებენ სამკურნალო დანიშნულებებს და შუა ნაწილში შედენიან, სადაც საქონელი თავის სახეობრივ სადგომზე "თფ-ზე"დგას. "თფ" თედო სახოკიას აღნიშნული აქვს სამურზაყანოში. აგუარა ამ "თფ-ებად" იყოფა. ტერმინი "თფ" აფხაზეთში ფართოდ ფიქსირდება და მესაქონლეობასთან არის დაკავშირებული. იგი მესაქონლის სადგომს ნიშნავს.

ლიტ.:გ. ელიავა, სამეგრელო ჩემს თვალსაწიერში. თბ., 1996, გვ.51-52; თ. სახოკია, მოგზაურობანი, 1985:355.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9