აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ადე ადი

ადესა

აჭარაში, იმერეთსა და გურიაში შემოტანილი ყურძნის ჯიში.იგივეა, რაც იზაბელა. არის თეთრი და შავი ფერის ყურძენი. ძირითადად გვხვდება მაღლარზე ან ხეზე ველურად გასული. თედო სახოკია მას ასე აღწერდა: რამდენადაც შევიძელით ცნობების შეკრება აჭარაში, დღემდე დარჩენილია 17 სახელწოდების ყურძენი. ამათგან "ადესის" გარდა, რომელიც ამ ათი თუ თხუთმეტი წლის წინათ, ალბათ, გურიიდან არის შემოტანილი (ჩვენ ზემო აჭარის სოფელ ღორჯომში ვნახეთ),ყველა ძველებია. აი, მათი სახელბიც: ადესა (თეთრი და წითელი), ბუდუშური (თ),ბურძგალა (თ),ბუტკურა (წ)ბროლა (ადრეულია,თ), ვანური თეთრი ყურძენი,კლარჯული (თ და წ), მატენაური (წ),მეკრენჩხი (წ.მაგარკანიანი), მწვანე,შხუმი (დიდკუფხალიანი, სახელი მეგრული აქვს: შხუ-მსხვილი),ჩხავერი (წ),ცხენის ძუძუ (წ),წოდი (მრავალ-მტევანა,რამდენი ფოთოლიც აქვს, იმდენი მტევანი ასხია, მხოლოდ მტევანი თხელია), ხარითვალა (წ. მსხვილკუფხლიანი), ხოფათური (თ), ჯანისი (ბრუში-თეთრი)...გურიაში ჩხავერი ცოტა დარჩა, მაგრამ რაც არის, კარგია. ადესა მოდებულია ყველგან. თუ ნიადაგიც ხელს უწყობს, მოსავალს ბევრს იძლევა, მაგრამ ღვინო, ადგილობრივი ვაზის ღვინოსთან შედარებით, ნაკლები ხარისხის გამოდის, ამიტომ ზოგიერთი ცნობით, ჭაჭის გარდა, ადესის ღვინიდან ხდიდნენ არაყს, რომელმაც მე-19-ე საუკუნის ბოლოს სამრეწველო ხასიათი მიიღო. იზაბელას ძირები ოდესიდან შემოჰქონდათ, ამიტომ "ადესას"უწოდებენ.

ლიტ.:თ. სახოკია, მოგზაურობანი, 1985:224,61; ერ.ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა...,1929:7-8.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9