აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ადე ადი

ადიდა

საოქრომჭედლო ხელსაწყო,მავთულის გასაწვრილებელი ბრტყელი ლითონის ნაჭერი, რომელიც დახვრეტილია სხვადასხვა ზომაზე. ნახვრეტები მიყოლებით თანდათან იზრდება. ყველაზე დიდი ზომის ნახვრეტში ატარებენ მსხვილ მავთულს. შემდეგ თანდათანობით უფრო მომცროებში "გაწურავენ" და იღებენ ნებისმიერი სისქის მავთულს. მავთულის გამოზიდვა ნახვრეტებიდან ხდებოდა ბრტყელპირიანი გაზის მეშვეობით.

ლიტ.:ლ.სოსელია. მესხეთის ოქრომჭედლობის შესწავლისათვის კრებ."მესხეთ-ჯავახეთი", თბ., 1979.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9