აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ავგ ავფ ავქ ავშ

ავგარდანი/ აბგარდანი / აბუგარდანი

სპილენძის დიდი ზომის ღრმა კოვზი, ჩამჩა, უქუსლო და მრგვალპირიანი. მასიური, ლულოვანი ტარი მირჩილულია ჭურჭლის ტანზე ორად გაყოფილი ფოთლისებური ბოლოთი და თითო-თითო სამჭვალით. არის მოკალული და მოუკალავიც და უფრო უფრო მეტად სადა, უორნამენტო.ავგარდანი მზითვის აუცილებელი ატრიბუტი იყო. საინგილოში ქორწილებსა და სულპურებში (აღაპი) წვნიანის ამოსაღებად ხმარობდნენ. შეძლებული ოჯახები იგივე დანიშნულებით ატანდნენ "ტაშტ-წურწუმას", ანუ "ალთაფას", ასევე ტაშტს ტოლჩით ან "იბრიხ-ლენგერს" (აჭარ.).

ლიტ.:ი.გრიშაშვილი. ქალაქური ლექსიკონი.თბ., 1997; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 2011.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9