აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ავგ ავფ ავქ ავშ

ავგაროზი

ნივთი, რომელსაც სამკურნალო ძალა ან მფარველის თვისებები მიეწერებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ავგაროზებად იმ ნივთების გამოყენება ჩანს, სადაც ლოცვები ან ჯადოსნური სიტყვები იყო ჩაწერილი ან ჩამაგრებული. ტერმინი "ავგაროზი" უკავშირდება იესო ქრისტეს აპოკრიფული წერილების ადრესატს, ედესის მმართველ ავგაროზს. ძველად ნაწყვეტებს ამ წერილებიდან ქაღალდზე დაწერდნენ, ოთხად მოკეცავდნენ და ახალუხის სახელოსთან მიიკერებდნენ. დღემდე, ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ავგაროზს, ლოცვებთან ერთად, თან ატარებს, რათა დაიცვას თავი "ხილული და უხილავი მტრისაგან და ყოველგვარ გრძნეულობათაგან." ჯანაშიას სახ. მუზეუმში ავგაროზების მეტად საინტერესო კოლექციაა დაცული. ყველა ეს ნივთი წარმოადგენს ნაჭერში ან ტყავში გახვეული შელოცვების, მაგიური ფორმულებისა და ლოცვების ტექსტებს. ხალხის რწმენით, დაცვითი ფუნქციის გარდა მათ განკურნების ძალაც მიენიჭებოდა. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო,რომ არც სარწმუნოებრივი და არც ენობრივი სხვაობა არ უშლიდა ხელს კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს, ერთმანეთის ავგაროზიები გამოეყენებინათ. ცნობილია, რომ სვანებს ბალყარეთიდან გადმოჰქონდათ ტყავის ბუდეში ჩასმული შესალოცი ქაღალდი "დუა" და ავი თვალისაგან დაცვის მიზნით ატარებდნენ კისერზე ჩამოკიდებულს ან იკერებდნენ ტანსაცმელზე. ბორჩალოელი თათრები, განკურნების მიზნით, ქართულ ლოცვაჩაკერებულ ავგაროზს ატარებდნენ.

ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ.,2013.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9