აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ავგ ავფ ავქ ავშ

ავფეხი ვაზი

ნაყოფს რომ არ გამოისხმას, ასეთი ვაზისათვის სახელად ავფეხი უწოდებიათ. უნაყოფო ვაზისათვის, ავფეხის გარდა, უსარგებლო, უგვარო, გადარჯულებული, გაკრიკინავებული სინონიმები გვხვდება ქართლში. დამატებითი ძიების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს სხვა კუთხეებში მსგავსი სინონიმები შეგვხვდეს. სულხან-საბას მიხედვით, ავფეხი ყოფილა "გვარად უნაყოფო ვაზი", რომელიც "აყვავდეს უნაყოფოდ, აყვავდეს და ნაყოფი არა ყოს".

ლიტ.: ლ.ასათიანი, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული...1978:78;სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. 1,1991:41.

წყარო: 1997; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი., თბ., 2011.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9