| | |
ცხვრის შვილი, აბრაამის კუთვნილი.
თანახმად “დაბადებისა”, მამამთავარი აბრაამი დიდად ერთგული იყო ღვთისა. ერთხელ ღმერთმა მოინდომა მისი გამოცდა და უთხრა: შემომწირე მსხვერპლად ერთადერთი ძე შენი ისააკიო. აბრაამმა დააწვინა თავისი შვილი, ყელი გადაუწია და, ის იყო, დანა უნდა გამოეხვა, რომ ანგელოზმა დაუშალა და უჩვენა ჯაგიანში დაბმული ვერძი, რომელიც მამას, ისააკის ნაცვლად, უნდა შეეწირა ღვთისათვის. აქედან მივიღეთ თქმა: აბრაამის ბატკანი.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |