თა
თაგ თად თავ

თავზე შემოვლება

გადატ. ხვეწნა, მუდარა, აჯა, დიდი თხოვნა, მოვლა, პატრონობა, ზრუნვა.

თავის გარშემო (რამის) შემოტარება.

ველად, საქართველოში, როცა ავადმყოფის მოხარჩენად ყოველ ღონეს მიმართავდნენ და ცდა მაინც უნაყრფოდ რჩებოდა, ავადმყოფის პატრონი მის გადასარჩენად უკანასკნელ საშუალებას მიმართავდა:

ავადმყოფს გარშემო შემოავლებდნენ ცხოველს (დეკეულს, ხბოს, ცხვარს), რომელსაც, ძველი აღთქმის “განყვანების ვაცის” მსგავსად, უნდა ეტვირთა ყოველი სენი ავადმყოფისა. კარზე მომდგარ სიკვდილს ამვვარად “ისტუმრებდნენ”.

ამგვარად თავზე შემოვლების ძალას ავადმყოფობა ისე უნდა გაუქრო, რომ მისი კვალიც კი არ დარჩენილიყო.

წყარო: პაპასკირი ვაჟა. ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (სიტყვათა მყარი შეთანხმებანი) /ვაჟა პაპასკირი; წინათქმა მარიკა ზვიადაძე - თბ.: ტექნ.უნ-ტი, 2011 .- 692 გვ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9