ბა ბდ ბე ბზ ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბაი ბალ ბან ბარ ბატ ბაქ ბაყ ბახ ბაჯ

ბაბილონი

მდინარე ევფრატზე მდებარე ძველი ქალდეას დედაქალაქი იყო. იგი აღმოსავლეთში უდიდეს და უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. აღმოსავლეთით წამოსული ებრაელები აქ დამკვიდრებულან და, თანახმად “დაბადებისა", განუზრახავთ ქალაქისა და გოდოლის აშენება. ამ გოდოლის წვერი ცას უნდა მიბჯენოდა, რათა დაეძლიათ შიში დედამიწის ზურგზე გაფანტვისა. უფალი განრისხებულა მათ ამპარტავნობაზე და ასეთ განზრახვაზე ხელი იმით აუღებინებია, რომ მათთვის ენა აურევია (ერთმანეთში სხვადასხვა ენაზე დაუწყიათ ლაპარაკი), ერთიმეორისა არაფერი გაეგებოდათ და იძულებული გამხდარან ხელი აეღოთ თავიანთ განზრახვაზე. დღეს სურათხატოვნად ვამბობთ – ბაბილონის გოდოლიო, ისეთ საქშეზე, ან ადამიანთა კრებულზე, სადაც უთავბოლოდ არეულია ყველაფერი, ერთიმეორისა არაფერი გაეგებათ, ერთი ალთას მიიწევს, მეორე ბალთას, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს...

წყარო: პაპასკირი ვაჟა. ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (სიტყვათა მყარი შეთანხმებანი) /ვაჟა პაპასკირი; წინათქმა მარიკა ზვიადაძე - თბ.: ტექნ.უნ-ტი, 2011 .- 692 გვ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9