მუსიკალური ნაწარმოების კოლექტიური შესრულების ხელმძღვანელი, რომელიც საგანგებო ჟესტებით შემსრულებლებს მიუთითებს ტემპს, დინამიკას, ნიუანსებს, აღნიშნავს საკრავთა ჯგუფების ან სოლისტების შესვლას, წარმოადგენს შემსრულებელთა მაორგანიზებელ ძალას, რისთვისაც ხელმძღვანელობს პარტიტურით. სადირიჟორო ჯოხი შემოღებულ იქნა 1820 წელს. საგუნდო კოლექტივის დირიჟორს ხშირად ქორმაისტერს, ლოტბარს უწოდებენ; საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელს - რეგენტს.
სადირიჟორო პულტთანაა ჯანსუღ კახიძე