დე დი დო დრ
დებ დეკ

დეკორატიული ხელოვნება

სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე. იყოფა:
1) არქიტექტურასთან უშუალოდ დაკავშირებულ მონუმენტურ-დეკორატიულ ხელოვნებად (ვიტრაჟი, მოზაიკა, მოხატულობები ფასადებსა და ინტერიერებზე, დეკორატიული ბაღ-პარკების ქანდაკება და ა.შ.);
2) დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებად (ყოფითი მხატვრული ნაკეთობები);
3) გაფორმების ხელოვნებად. დეკორატიული ხელოვნება ბევრადაა დაკავშირებული მხატვრულ წარმოებასა და დიზაინთან.


სან ვიტალეს ეკლესიის მოზაიკის ფრანგმენტი რავენაში, დაახლ. 547 წ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9