ორი ან მეტი ბგერის ერთდროული ჟღერადობა, რომელიც მსმენელის მიერ აღიქმება როგორც არაკეთილხმოვანი, სმენის გამაღიზიანებელი. მუსიკაში დისონანსს ისევე, როგორც მის საპირისპირო ჟღერადობას - კონსონანსს, აქვს მნიშვნელოვანი გამომსახველობითი ფუნქცია. დისონირებული ინტერვალი ან აკორდი ყოველთვის მოითხოვს კონსონანსში - კეთილხმოვან ჟღერადობაში გადასვლას, ანუ როგორც უწოდებენ, გადაწყვეტას.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]