მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მუზ მულ მუნ მუს

მუსიკალური დრამა

ნებისმიერი საოპერო ნაწარმოების დასახელება XVI-XVII სს-ში ეს ტერმინი კვლავ შემოიტანა XIX ს. გერმანელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა რიჰარდ ვაგნერმა თავის ოპერებთან დაკავშირებით („ნიბელუნგების ბეჭედი“, „ტრისტან და იზოლდა“ და სხვ.), რომლებიც უახლოვდებოდა დრამას (დასრულებული მუსიკალური ნომრების, საგუნდო და ქორეოგრაფიული სცენების უარყოფით). „მუსიკალურ დრამას“ უწოდებდნენ თავიანთ ოპერებს აგრეთვე რიმსკი-კორსაკოვი („მეფის საცოლე“) და მუსორგსკი („ხოვანშჩინა“).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9