მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი გვარია ლირიკასა და დრამასთან ერთად. განასხვავებენ ეპოსის მსხვილ, საშუალო და მცირე ფორმებს.
მსხვილი ფორმებია: ეპოპეა, როგორც: 1) გმირული ეპოსი; 2) რომანი, რომელშიც ასახულია რამდენიმე, ხშირად მრავალი ადამიანის ბედი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
საშუალო ფორმებია: მოთხრობა (ზოგჯერ ნოველა), რომელშიც ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიის ან ადამიანთა ჯგუფების ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდია ასახული.
მცირე ფორმებია: ნოველა ან მოთხრობა, როდესაც ისინი ადამიანების ცხოვრების ერთი ან ორი ეპიზოდის ასახვით შემოისაზღვრებიან.
თხრობითი ლიტერატურის განსაკუთრებული ფორმაა - ნარკვევი. მოცულობით იგი შეიძლება ახლოს იყოს მოთხრობასთან, საფუძვლად უდევს რეალურად მომხდარი მოვლენები. ეპოსის უძველეს სახეს შეადგენენ ზღაპრები და მითიური თქმულებები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]