გერმანული და ავსტრიული ხალხური ცეკვებიდან წარმოშობილი წყვილთა სამეჯლისო ცეკვა, XVIII ს-დან გავრცელდა ევროპის ქვეყნების ქალაქურ ყოფაში. ზომიერად სწრაფი, სამწილადი ზომით, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ე.წ. „ვენის ვალსმა“ (შტრაუსი). დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა საკრავიერი, ან საორკესტრო პიესის სახით, ასევე მსხვილი ფორმის სიმფონიური ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილის სახით. ფართოდ გამოიყენება ბალეტში (ჩაიკოვსკი).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]