მუსიკაში - მელოდიის ან მისი თანხლების სახეცვლა. პროფესიულ მუსიკაში XVI ს-დან ჩამოყალიბდა მუსიკალური ფორმა „თემა ვარიაციებით“, ანუ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შედგება თემისა და მისი შემდგომი სახეცვლილი გამეორებებისაგან. ვარიაციები შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელ ნაწარმოებს (მაგ., ბეთჰოვენის „32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის“ ან მსხვილი ფორმის ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილი (მაგ., შოსტაკოვიჩის VII სიმფონია).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]