ლა ლი
ლა- ლაი ლაუ

ლაიტმოტივი

გერმ. წამყვანი მოტივი
ნათლად ჩამოყალიბებული, გამომსახველი მელოდია, თემა, რომელიც გამოიყენება რომელიმე პერსონაჟის, იდეის, მოვლენის, თუნდაც გრძნობის დასახასიათებლად და არაერთგზის მეორდება მუსიკალურ ნაწარმოებში. გამოიყენება ოპერაში, ბალეტში, პროგრამულ მუსიკაში. რომელიმე პერსონაჟის ლაიტმოტივი ყოველთვის ახლავს მის გამოჩენას სცენაზე ან მის ხსენებას. ლაიტმოტივები ჟღერს ჩაიკოვსკის ოპერაში „პიკის ქალი“, ბალეტში „გედის ტბა“ და სხვ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9