ლა ლი
ლიბ ლირ ლიტ

ლირიკა

ლიტერატურის ერთ-ერთი გვარი. ტერმინი წარმოიშვა მუსიკალური საკრავის სახელწოდებიდან, რომლის აკომპანემენტითაც სრულდებოდა ლექსები და სიმღერები - ლირები. ლირიკა, ეპოსისა და დრამისაგან განსხვავებით მოწოდებულია მკითხველს უჩვენოს მდგომარეობა, მისი განცდები, გრძნობები.

ლირიკას მიაკუთვნებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებშიც ადამიანის შინაგანი სულიერი სამყაროა წარმოსახული. ლირიკული მუსიკალური ჟანრებია - რომანსი, სიმღერა, საკრავიერი მინიატურა, უფრო იშვიათად დიდი ფორმის ნაწარმოებები. მაგ., მოცარტის მე-40 სიმფონია, შუბერტის „დაუმთავრებელი სიმფონია“. ლირიკულ ოპერას შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და სხვ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9