მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მად მაე მაზ მაი მარ

მარში

ფრანგ. მსვლელობა
მუსიკალური ნაწარმოები მწყობრი ნაბიჯის ტემპით, ენერგიული, მტკიცე, ორწილადი ზომის. როგორც წესი, სამნაწილიანი ფორმისაა, სადაც შუა ნაწილი კონტრასტული, ლირიკულია, ხოლო მესამე - იმეორებს პირველს. მარშს გააჩნია დიდი მაორგანიზებელი ძალა, ამიტომ ხშირად იყენებენ საბრძოლო სულის ასამაღლებლად საომარი მოქმედებების დროს - ასეთ სამხედრო მარშებს ასრულებს, როგორც წესი, სასულე ორკესტრი. არსებობს სადღესასწაულო, სამგლოვიარო, სპორტული, მხედრული და სხვა სახის. მარშის ჟანრი ფართოდ გამოიყენება თეატრალურ, სიმფონიურ, სოლო-საკრავიერ მუსიკაში (მაგ., ვერდის ოპერაში „აიდა“, ჩაიკოვსკის ბალეტში „მაკნატუნა“, ბეთჰოვენის, მენდელსონის, შოპენის ნაწარმოებებში).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9