პოეზიასა და პროზაში ლექსიკური გამომსახველობის ხერხი. ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა თავის „პოეტიკაში“, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დახელოვნებული მეტაფორებში, რაც ტალანტის ნიშანია, რამეთუ შეარჩიო კარგი მეტაფორა, ნიშნავს ზუსტად დააფიქსირო მსგავსება საგნებსა და მოვლენებთან. ნებისმიერი მეტაფორა მკითხველისაგან მოითხოვს მწერლის ან პოეტის მიერ შექმნილ სახეში წვდომისათვის დაძაბოს ყურადღება, მოიკრიბოს აზრი და აამოქმედოს წარმოსახვა.
გამოყოფენ მეტაფორის 2 ტიპს: 1) კონკრეტული საგანი მხოლოდ იგულისხმება, რაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს. ამ ტიპის მეტაფორების საფუძველზე შეიძლება აიგოს ალეგორია; 2) მეტაფორაში გაერთიანებულია რამდენიმე საგნობრივი მნიშვნელობა. ეს მეტაფორები მრავალმხრივ შეიძლება იქნეს გაგებული - მეტაფორის ეს ტიპი უახლოვდება სიმბოლოს.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]