მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მოდ მოზ მოთ მოლ მონ

მოზაიკა

მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომელშიც გამოსახულება, ორნამენტი შედგება ბუნებრივი ქვის, შუშის, კერამიკის, ხის ან სხვა ნაირფერი მასალებისაგან. განასხვავებენ მოზაიკური ნაწარმოებების ორ ტიპს:
1) ნაწარმოები, რომელიც შედგენილია შუშის ან ქვის პატარა კუბებისაგან (ანტიკურ ხანაში წარმოშობილი ე.წ. რომაული მოზაიკის ტექნიკა) და
2) ნაწარმოები, რომელიც აიგება მრავალფეროვანი მარმარილოსა და იასპის (მინერალი) თხელი ფირფიტებისაგან, რომლებიც გამოიჭრება და გამოსახულების კონტურების ერთმანეთთან მისადაგების საფუძველზე შეადგენენ ნახატს (ე.წ. ფლორენციული მოზაიკა).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9