მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მოდ მოზ მოთ მოლ მონ

მოლბერტი

გერმ. თარო ფერწერისათვის
ხის ან მეტალის დაზგა ფერწერისათვის, რომელზეც მაგრდება მუყაო, დაფა, ჩარჩო ტილოთი ან სხვა მასალა - საფუძველი ფერწერის ან ნახატისათვის. მოლბერტის მოწყობილობა საშუალებას იძლევა მასზე დამაგრებული სურათის სიმაღლისა და დახრის რეგულირებისათვის. მოლბერტის ძირითადი სახეებია: სამფეხა დასაკეცი მოლბერტი (პეიზაჟური ეტიუდებისათვის) და ხის სტაციონარული მოლბერტი.


მოლბერტები: 1. სასწავლო; 2. სტაციონარული; 3. სამგზავრო
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9