კინოხელოვნების სახე, რომელსაც საფუძველი გასული საუკუნის დასაწყსში ჩაეყარა. მულტიპლიკაციას გზა გაუხსნა უშუალოდ კადრული გადაღების მეთოდის გამოგონებამ, რადგან მისი შემწეობით შესაძლებელი გახდა ნახატების მთელი მწკრივის რიგრიგობით ანუ ცალკეული კადრების გადაღება კინოფირზე. როდესაც ამ წესით გადაღებულ ფირს საპროექტო აპარატში გაატარებდნენ, ეკრანზე ნახატზე მოძრაობას იწყებდა ანუ ცოცხლდებოდა, ეს კი მულტიპლიკაციური გადაღების ძირითადი პრინციპის დადგენასა და დამკვიდრებას ნიშნავდა.
ნახატ ფილმს, უმეტესად, ერთწლიანს, სხვა შემთხვევაში - რამდენიმე ნაწილიანს ან სრულმეტრაჟიანსაც კი იღებენ. ნახატ ფილმთან ერთად, მოგვიანებით, დამკვიდრდა თოჯინური ფილმიც. მულტიფლიკაციას ხელეწიფება მრავალფეროვანი თემატიკის და ჟანრის ნიმუშთა შექმნა. უდიდესი წვლილი მის განვითარებაში მიუძღვის ამერიკელ რეჟისორსა და მხატვარ-მულტიპლიკატორს - უოლტ დისნეის.
პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები“ გადაღებულ ოქნა 1935 წელს (რეჟისორი ვლადიმერ მუჯირი, მთავარი მხატვარი - ლადო გუდიაშვილი), პირველი ქართული თოჯინური ფილმი კი „ნიკო და სიკო“ გადაღებულია 1961 წელს, შ. გედევანიშვილის მიერ.
კადრი მულტიპლიკაციური ფილმიდან „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (რეჟისორი უოლტ დისნეი)