მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მხა

მხატვრული მეთოდი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი ხელოვნებათმცოდნეობაში. იგი განსაზღვრავს სამყაროს მხატვრული ასახვის საერთო თავისებურებებს, რომლებიც მყარად მეორდება მთელი რიგი მწერლების, მხატვრების, კომპოზიტორებისა და სხვათა შემოქმედებაში და ამით წარმოქმნიან გარკვეულ შემოქმედებით მიმდინარეობებს ამა თუ იმ ქვეყანაში თუ მთელ რიგ ქვეყნებში (მაგ., რეალიზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი და სხვ.). მხატვრული მეთოდი ყალიბდება განსაზღვრულ ისტორიულ პირობებში. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ემხრობიან ამ მეთოდს, აერთიანებთ წარმოდგენა იდეალზე, ადამიანზე, რომელიც პასუხობს ამ იდეალს, გმირის ტიპისათვის შესაბამისი სიუჟეტების შერჩევაზე და ა.შ., მართალია, თითოეული ხელოვანის შემოქმედება, მისი სტილი ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ იგი აუცილებლად ეყრდნობა რომელიმე მხატვრულ მეთოდს. თავად ისტორიული ცხოვრების მრავალფეროვნება წარმოშობს მხატვრულ მეთოდთა მრავალფეროვნებას, ამიტომაც ერთსა და იმავე დროს შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მხატვრული მეთოდები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9