ნა ნე ნო
ნევ ნეო

ნევმები

მუსიკალური დამწერლობის ძველი ბერძნული ნიშნები. შუა საუკუნეებში გავრცელდა ევროპაში, გამოიყენებოდა მხოლოდ ვოკალური მუსიკის ჩასაწერად. წარმოადგენდა წერტილების, ხაზების, კაუჭების სხვადასხვა კომბინაციებს. სავარაუდოა, რომ ნევმები არ აღნიშნავდა ბგერის ზუსტ სიმაღლეს, მიუთითებდა მხოლოდ მელოდიის განვითარების მიმართულებას. მრავალხმიანი პროფესიული მუსიკის განვითარებასთან ერთად ნევმებით მუსიკის ჩაწერა შეიცვალა ახალი სანოტო დამწერლობით. ძველი ბერძნულისაგან განსხვავებით, ქართული ნევმები (მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული, X ს.) იწერება ზოგიერთი ხაზს ზემოთ, ზოგი კი - ხაზს ქვემოთ. ქართული ნევმების წარმოშობისა და გაშიფვრის პრობლემა ჯერაც არ არის გადაწყვეტილი.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9