ნა ნე ნო
ნევ ნეო

ნეორეალიზმი

XX ს-ის მეორე ნახევარში იტალიურ კინოში წარმოშობილი მიმდინარეობა, რომელიც იბრძოდა ანტიფაშისტური და ეროვნული ხელოვნების დამკვიდრებისათვის. ნეორეალისტური ფილმები გამოირჩევა ლაკონიურობით, ზომიერებით, ყალბი სილამაზის უარყოფით. კინოს გამომსახველობით ხერხებთან ერთად შეიცვალა თემატიკაც. ნეორეალიზმის მხატვრულ მანიფესტად იქცა რეჟისორ რ. როსელინის ფილმი «რომი ღია ქალაქია» (1945 წ.). საუკეთესო ნეორეალისტური ფილმებია: «რომი 11 საათზე», «ველოსიპედისტების გამტაცებლები» და სხვ. ძირითადად იღებდნენ შავ-თეთრ ფილმებს, იწვევდნენ არაპროფესიონალ შემსრულებლებს, გადაღებები ქუჩებში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. ლიტერატურაში ნეორეალიზმის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ საუკეთესო ტრადიციების აღდგენას - უბრალო ადამიანების, ხალხის ცხოვრების წარმოჩენას, ძირითად ჟანრად იქცა ნოველა, აგრეთვე ისტორიულ-მემუარული ნაწარმოებები. ახასიათებდა დოკუმენტურობა, ავტობიოგრაფიზმი, სადა ენა, ლირიკული ინტონაცია. მიმართულებამ თავი იჩინა მთელი რიგი ქვეყნების ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ნეორეალიზმმა გარკვეული გავლენა იქონია ხელოვნების სხვა დარგებზეც.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9