მუსიკის ჩასაწერად შექმნილი პირობითი გრაფიკული ნიშანი. სანოტო სისტემაზე განლაგებისდა მიხედვით, ნოტა აღნიშნავს ბგერის სიმაღლესაც და გრძლიობასაც. თანამედროვე ნოტაციას (გვიდო დ’არეცო - XI ს.) საფუძვლად უდევს 7-საფეხურიანი ოქტავური დიატონური რიგი, რომელშიც თითოეულის სახელწოდებაა - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. ნოტები განლაგებულია ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე (ხაზებსა და ხაზებს შუა), რომლის დასაწყისშიც იწერება გასაღები, როგორც ერთ-ერთი ნოტის სიმაღლის მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს დანარჩენი ნოტების შესაბამის სიმაღლესა და სახელწოდებებს. «ნოტებს» უწოდებენ აგრეთვე მუსიკალური ნაწარმოების სანოტო ჩანაწერს.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]