ოდ ოპ ორ
ორა ორგ ორი ორკ

ორგანი

ლათ. ინსტრუმენტი, იარაღი
სასულე კლავიშებიანი საკრავი. შედგება სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისაგან და, აგრეთვე, პნევმატური სისტემისაგან (ჰაერის დასატუმბი მოწყობილობისაგან), რომლებიც მოთავსებულია ერთ მთლიან კორპუსში, უკრავენ ხელის (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებზე. ორგანს აქვს რამდენიმე ათასი მილი და 150-მდე რეგისტრი.

ორგანი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში. ევროპაში ფართოდ გავრცელდა XVI ს-დან, განსაკუთრებით კათოლიკურ ეკლესიაში. ორგანზე შესანიშნავად უკრავდნენ ბახი, ჰაიდნი, მოცარტი. საორგანო მუსიკის შესანიშნავი ნიმუშები (მაგ., ბახის) გასცდა კათოლიკური ეკლესიის ფარგლებს და დღესაც ხშირად სრულდება საკონცერტო დარბაზებში.


იოჰან სებასტიან ბახი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9