პა პე პი პლ პო პრ პუ
პაგ პალ პან პარ პას

პასტელი

რბილი ფერადი ფანქრები, რომლებიც დამზადებულია ცარცის, პიგმენტებისა და შემაერთებელი ნივთიერებებისაგან. მუშაობის ხერხების მიხედვით პასტელი შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ფერწერას, ისე გრაფიკას. პასტელის ცარცებით შესაძლებელია რბილი ტონალური გადასვლების შექმნა როგორც აკვარელში, ისე გუაშის ტექნიკაში. პასტელის ფერადოვანი ფენა ძალიან ნაზია, ამიტომ იგი აუცილებლად უნდა დაიფაროს ქაღალდზე გამჭვირვალე თხელი ფენით.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9