პა პე პი პლ პო პრ პუ
პაგ პალ პან პარ პას

პასტორალი

  1. ლათ. მწყემსური
    მცირე ზომის ოპერა, ბალეტი, თეატრალური სპექტაკლი, რომლის სიუჟეტიც გვიხატავს სოფლის ცხოვრების იდილიას. პოპულარული იყო XVII-XVIII სს. ევროპაში, სამეფო კარის ხელოვნებაში. პასტორალური ოპერები დაწერეს ქრისტოფ ვილიბალდ გლიუკმა, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა, ჟან ფილიპ რამომ;
  2. პროგრამულ-ასახვითი ხასიათის, ბუნებისა და სოფლის ცხოვრების იდილიური სურათების წარმომსახველი საკრავიერი ნაწარმოები (მაგ., ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-15 საფორტეპიანო სონატა „პასტორალური“) ან მსხვილი ფორმის ციკლური ნაწარმოების რომელიმე ნაწილი (მაგ., ბეთჰოვენის მე-16 „პასტორალური სიმფონია“);
  3. ლიტერატურული ჟანრი (ეპიკური, ლირიკული ან დრამატული), რომელსაც ახასიათებს მწყემსური ყოფის იდეალიზაცია და მისი დაპირისპირება ქალაქის ხმაურიან ცხოვრებასთან.
    წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9