პა პე პი პლ პო პრ პუ
პუა პულ

პუანტილიზმი

ფრანგ. pointiller წერტილებით წერა
მხატვრული ხერხი ფერწერაში, რომელიც ეყრდნობა ხატვას ცალკეული მკაფიო მონასმებით (წერტილებით ან წვრილი სწორკუთხედების სახით) და ითვალისწინებს მაყურებლის თვალში მათ ოპტიკურ შერევა-შეზავებას(პალიტრაზე საღებავების მექანიკური შერევისაგან განსხვავებით). პუანტალიზმის ფუძემდებელია ფრანგი ფერმწერი ჟორჯ სერა. დამატებითი ფერების მეცნიერული თეორიის საფუძველზე, სამი წმინდა, ძირითადი ფერის (წითელი, ყვითელი ლურჯი) ოპტიკური შერევა და დამატებითი ფერების წყვილი (წითელი-მწვანე, ლურჯი-ნარინჯისფერი, ყვითელი-იისფერი) იძლევა გაცილებით მეტ სიკაშკაშეს, ვიდრე პიგმენტთა მექანიკური ნაზავი.

კრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, ახალი მეთოდი ხელს უშლიდა მხატვრის შემოქმედებითი ინდივიდუალობის გამოვლენას და შემოქმედებით პროცესს აქცევდა ფუნჯის მექანიკური მონასმების მოსაწყენ პროცესად, თუმცა სწორედ პუანტილისტურმა ტექნიკამ განაპირობა პოლ სინიაკის მკაფიო, კოლორიტის მხრივ კონტრასტული პეიზაჟებისა და ჟორჟ სერას ფერთა ფაქიზი ნიუანსების მქონე ტილოების შექმნა.

პუანტილიზმი ფერწერული მეთოდია და მის საფუძველზე აღმოცენებული მიმდინარეობა პოსტიმპრესიონიზმის ფერწერაში. პუანტილიზმმა მუსიკაშიც პოვა ასახვა, როგორც კომპოზიციის ერთ-ერთმა თანამედროვე მეთოდმა. პაუზების წყალობით, რომლებითაც ერთი ნოტი გამოიყოფა მეორისაგან, მუსიკალური ნაწარმოების ხმები თითქოს წერტილებითაა მოცემული. ეს კი განსაკუთრებით ნათლად გამოიხატება ვოკალურ მუსიკაში.


ელენე ახვლედიანი. მეტეხი


ლადო გუდიაშვილი. ფიროსმანი პორტრეტი
იხ. აგრეთვე: იმპრესიონიზმი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9