თავისუფალი ფორმის საკრავიერი ნაწარმოები, დაწერილი ხალხურ საცეკვაო და სასიმღერო მოტივებზე. ახასიათებს ცალკეული ეპიზოდების კონტრასტულობა და დასრულებულობა (მაგ., ლისტის „უნგრული რაფსოდიები“). აღსანიშნავია აგრეთვე პროფესიული მუსიკიდან აღებულ თემებზე დაწერილი რაფსოდიები (მაგ., რახმანინოვის „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]