რა რე რი რო
რეა რეგ რეკ რელ რემ რეპ რეჟ რეტ

რეალიზმი

მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც ეყრდნობა სინამდვილის ობიექტურად ასახვას მხატვრული სახეებით. ხელოვნების განვითარების პროცესში რეალიზმმა კონკრეტული ისტორიული ფორმები და შემოქმედებითი მეთოდები შეიძინა. ასე მაგ., ცნობილია განმანათლებლობის რეალიზმი, კრიტიკული რეალიზმი, სოციალისტური რეალიზმი.


კამილ კორო. გლეხის ქალი, რომელიც მწყემსავს ძროხას ტყის პირას

შედარებით ვიწრო მნიშვნელობით რეალიზმი განიხილება როგორც მხატვრული სტილი, რომელიც ასახავს პიროვნებას მის თანამედროვე საზოგადოებრივ და სოციალურ გარემოში. თუ ლიტერატურის სფეროში ტერმინი განმანათლებლობის ეპოქაში წარმოიშვა (XVIII ს.), სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებით იგი XIX ს-ის შუა ხანებში გაჩნდა, როდესაც გამოიკვეთა ხელოვანთა დაინტერესება უბრალო ადამიანთა ყოველღიური ცხოვრების ასახვით. განსაკუთრებით მყარად დამკვიდრდა რეალიზმის ტრადიციები ყოფით და ისტორიულ ჟანრებში, პორტრეტში. ამ მხრივ სათანადო წვლილი შეიტანეს რუსეთში მოღვაწე ე.წ. „პერედვიჟნიკებმა“.


გუსტავ კურბე. ზელია კურბეს პორტრეტი
იხ. აგრეთვე: პერედვიჟნიკები
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9