რა რე რი რო
რიტ

რიტმი

მუს.
ბერძნ. rhythmos სიმწყობრე, თანაზომიერება
ერთ-ერთი უმთავრესი გამომსახველობითი ელემენტი მუსიკაში. უფრო ვიწრო მნიშვნელობით რიტმი გულისხმობს სხვადასხვა გრძლიობის მუსიკალური ბგერების თანმიმდევრულ შეხამებას, ფართო გაგებით რიტმის ცნება მოიცავს მუსიკალური ნაწარმოების დანაწევრებას ფრაზებად, წინადადებებად და ა.შ., მთელი ფორმის ნაწილების პროპორციასა და ურთიერთშეფარდებას. რიტმის გამომსახველი მნიშვნელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ტემპთან. სახვითი ხელოვნების სახეებში რიტმი წარმოადგენს მხატვრული ნაწარმოების კომპოზიციისა და მხატვრული სახის შექმნის მნიშვნელოვან საშუალებას, თეატრალურ ხელოვნებაში რიტმი - დროსა და სივრცეში შეთანხმებულ მოძრაობას, სასცენო მოქმედების ყველა ელემენტისა და გამომსახველობითი საშუალების მონაცვლეობასა და შეთანხმებულობას გულისხმობს. რიტმს მოქმედების სიჩქარე განაპირობებს. ამ შემთხვევაში რიტმი თითქმის ტემპსაც ნიშნავს.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9