რა რე რი რო
როკ რომ რონ

რონდო

ფრანგ. წრე
მუსიკალური ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა XVII-XVIII სს-ის ფრანგი კლავესინისტების შემოქმედებაში. რონდოში მონაცვლეობს ძირითადი უცვლელი თემა, ანუ რეფრენი და ერთმანეთისაგან განსხვავებული ეპიზოდები. რონდო წარმოიშვა ხალხური საფერხულო სიმღერებიდან, თანდათან განვითარდა და სრულყოფილი გახდა. რონდოს ფორმით იწერება როგორც მცირე ვოკალური და საკრავიერი პიესები, ისე დიდი ფორმის ნაწარმოებების ფინალები. როგორც წესი, ახასიათებს ცოცხალი, მოძრავი მსუბუქი ტემპი, საცეკვაო და სასიმღერო ხასიათი.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9