სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

საბავშვო ფილმი

კინემატოგრ.
კინოხელოვნების მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ასახულია ბავშვების ცხოვრებასთან, მათ ინტერესებთან, ფიქრებთან, ოცნებებთან დაკავშირებული თემები, დაყენებულია პრობლემები, რომლებიც მათთვის გასაგები და მნიშვნელოვანია. თანამედროვე საბავშვო ფილმი მრავალფეროვანია თემატიკით, თუმცა უმცროსკლასელებს უმეტესად იტაცებთ ფილმი-ზღაპრები, მოზარდებს - შედარებით მძაფრსიუჟეტიანი, განსაკუთრებით, სათავგადასავლო ჟანრის ფილმები, უფროსკლასელებს კი - ფილმები მათ თანატოლებზე, რომლებიც ცდილობენ იპოვონ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9