სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

სამეცნიერო-პოპულარული ფილმი

სამეცნიერო კინოს ერთ-ერთი სახე, რომელიც მაყურებელს მარტივი, გასაგები ენით მოუთხრობს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასა და მის გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე. გადაღების განსხვავებული შესაძლებლობების გამოყენებით (შენელებული, აჩქარებული, მიკროგადაღებები და ა.შ.) სამეცნიერო-პოპულარული ფილმი დინამიკაში აჩვენებს მცენარეების, ცხოველთა სამყაროს ფარულ, ნაკლებად ცნობილ მხარეებს, პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ცოცხალ უჯრედთა წინააღმდეგობრივ სამყაროში, აგრეთვე არაცოცხალ ბუნებაში. ამ ჟანრის ფილმები მოიცავენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროსათვის არსებითი პრობლემების ახსნას, მოგვითხრობენ ზოგადად მეცნიერების ისტორიაზე, მეცნიერთა მუშაობასა და მიღწევებზე, რაც მათ, ხშირ შემთხვევაში, აახლოებს დოკუმენტურ ფილმებთან. გარდა ამისა, ტრადიციულად კინოს ამ სახეს მიაკუთვნებენ ფილმებს კინომოგზაურობებზე, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებზე და ა.შ.


კადრი სამეცნიერო-პოპულარული ფილმიდან „მხატვარი და სივრცე“
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9