სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი

კინემატოგრ.
კინოხელოვნების არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე აინტერესებდა და იტაცებდა როგორც მაყურებელს, ისე კინემატოგრაფისტებს. ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში, ფრანგმა რეჟისორმა, მხატვრული ფილმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ჟ. მელიესმა შექმნა პირველი ფანტასტიკური ფილმები: „მოგზაურობა მთვარეზე“ (1902 წ.), „20 000 ლიე წყლის ქვეშ“ (1907 წ.) და სხვ. წარმატებით გამოიყენა რა მათში ჟიულ ვერნისა და ჰერბერტ უელსის ნაწარმოებთა მოტივები. ფანტასტიკის თემა კინოხელოვნებაში რამდენიმე, განსხვავებული კუთხით ვითარდება. ერთი მხრივ, კატასტროფების, ნგრევის, საშინელებათა თემები, მეორე მხრივ, ფანტასტიკური სიუჟეტების საშუალებით თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი პრობლემების (ზნეობრივი, ფილოსოფიური, სოციალური და სხვ.) წამოწევა წინა პლანზე, რათა მაყურებელი დააფიქრონ კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალზე. კინოფანტასტიკას მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ჟანრი, რადგანაც იგი შეიძლება ეყრდნობოდეს სრულიად განსხვავებულ ჟანრულ სახესხვაობებს: სათავგადასავლოს, მელოდრამას, ფსიქოლოგიურ დრამას, სატირულ კომედიას და ა.შ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9