სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

სასცენო ეფექტები

თეატ.
თეატრალური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი სფეროა, იქმნება სპეციალური ხელსაწყოებისა და დანადგარების საშუალებით. მათი მიზანია შექმნან ბგერითი და მხედველობითი ილუზია, რაც აუცილებელია მაყურებელზე განსაზღვრული მხატვრულ-სოციალური შთაბეჭდილებების შესაქმნელად. სასცენო ეფექტები გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ თეატრში, შუა საუკუნეებში კი სპექტაკლებზე საგანგებოდ მუშაობდნენ „საოცრებათა ოსტატები“. სასცენო ეფექტები იყოფა სამ ჯგუფად, თუმცა ეს დაყოფა მაინც პირობითია, რადგანაც განსაზღვრული ილუზიის შესაქმნელად საკმაოდ ხშირ შემთხვევაში გამოიყენება სასცენო ეფექტების ორი, ზოგჯერ კი სამივე სახის შერწყმა. ეს ჯგუფებია:

1) სხვადასხვა სახის ბგერები და ხმაური, რაც სადღეისოდ აუდიოჩანაწერებით გამოიყენება;

2) მექანიკური, რომელიც დაკავშირებულია მსახიობთა გადანაცვლებასთან სცენაზე (ჩავარდნა, გაქცევა და სხვ.), აგრეთვე თავად დეკორაციის მოძრაობასთან (წისქვილი, ნავი, მატარებლის ვაგონი და სხვ.);

3) სინათლის, რომლებიც იყოფა სტაციონარულ (ვარსკვლავები, მთვარე, ცისარტყელა და ა.შ.) და დინამიკურ ეფექტებად (ჭექა-ქუხილი, ხანძარი, წვიმა, აფეთქება და სხვ.).


სცენა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლიდან „მეფე ლირი“ (რეჟისორი რობერტ სტურუა)
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9