სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სივ სიმ სინ სიუ

სიუიტა

მუს.
ფრანგ. suite რიგი, თანმიმდევრობა
ციკლური ნაწარმოები, რომელიც შედგება რამდენიმე დასრულებული, ერთმანეთისაგან განსხვავებული, კონტრასტულობის პრინციპით დალაგებული მუსიკალური პიესისაგან. პროფესიულ მუსიკაში სიუიტა შეიქმნა იტალიაში XVI ს-ში (თავდაპირველად, ორი ცეკვით - პავანა და გალიარდა). XVIII ს-ის საცეკვაო სიუიტა შედგება ოთხი ცეკვისაგან: ზომიერი „ალემანდა“. სწრაფი „კურანტა“, ნელი „სარაბანდა“, ძალზე სწრაფი „ჟიგა“. სიუიტის ყველა ნაწილი იწერებოდა ერთ ტონალობაში. იწერებოდა კლავესინისთვის ან ორკესტრისთვის (ბახი, ჰენდელი). XIX-XX სს-ში შეიქმნა ახალი ტიპის პროგრამული სიუიტა (რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერაზადა“, მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“) და სიუიტა, რომელიც შედგება სხვა ნაწარმოებიდან აღებული ნაწყვეტებისაგან (გრიგი - „პერ გიუნტი“).
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9