ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტემ

ტემპი

მუს.
მუსიკაში მეტრული ერთეულების მოძრაობის სიჩქარე. ტემპის აღმნიშვნელი ტერმინი იწერება ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) დასაწყისში, გასაღების თავზე და განსაზღვრავს შესრულების სიჩქარეს. ტემპი განპირობებულია მუსიკალური ნაწარმოების ხასიათითა და შინაარსით. ძირითადად იხმარება იტალიური ტერმინები, მაგ., Largo, Lento, Adajo- ნელი ტემპები. Andante, Moderato - ზომიერი; Allegro, Vivo, Vivace, Presto - სწრაფი და სხვ.

ზუსტი ტემპი განისაზღვრება სპეციალური ხელსაწყოთი - მეტრონომით, ხშირად ხდება მოცემული ტემპიდან ნაწილობრივი გადახრა (აგოგიკა), თავისუფალ ტემპში შესრულება - rubato, საწყის ტემპზე დაბრუნება - tempo primo.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9