ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტრო ტრუ

ტრომბონი

მუს.
სიმფონიური ორკესტრის ლითონის ჩასაბერთა ჯგუფის საკრავი. ცნობილია XVI ს-დან. აქვს მოძრავი კულისა, რომლითაც კიდევ უფრო გრძელდება მისი ისედაც გრძელი მილი. ცილინდრულია, ორჯერ მოღუნული სხვადასხვა მიმართულებით, ბოლოში გაფართოებული ყელით. ჰაერი ჩაიბერება მუნდშტუკიდან. ძირითადად საორკესტრო საკრავია, თუმცა აქვს სოლო პარტიებიც, ვინაიდან არის დიდი ტექნიკური შესაძლებლობებისა და კაშკაშა მბრწყინავი ტემბრის მქონე საკრავი. აქვს სურდინა, რომელსაც ტრომბონის ყელბუკში დებენ, რათა ხმოვანება უფრო რბილი, მოგუდული გახდეს.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9