სიმფონიურ ორკესტრში ხმოვანებით ყველაზე დაბალი ლითონის ჩასაბერი საკრავი, ორკესტრში ასრულებს ბანის ფუნქციას. დამკვიდრდა XIX ს-დან. წარმოადგენს დიდი დიამეტრის ცილინდრულ, ბოლოსკენ კი - კონუსური კვეთის დახვეულ მილს, რომელსაც აქვს 4 ვენტილი. რეკონსტრუქციის შემდეგ (ა. საქსი) ტუბას ტექნიკური მოქნილობა შეემატა. ტრომბონებთან ერთად ტუბა იძლევა რბილ საორგანო ჟღერადობას, თუმცა შეუძლია მრისხანებაც - საგანგაშო ზარიც გადმოსცეს.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]