აბ ად ავ აკ ალ ან აპ არ აფ აქ აღ
აფი აფო

აფიშა

ფრანგ. affiche გამოკრული განცხადება
მიზნად ისახავს შეატყობინოს მაყურებელს, თუ სად, როდის, რა სანახაობა გაიმართება. ცნობილია, რომ სანახაობაზე მომხმობ განცხადებებს ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთში, რომში პაპირუსზე ხატავდნენ, ზოგჯერ გამოჭრიდნენ და შენობის თეთრად შეღებილ კედელზე ან საგანგებო ფირნიშზე აკრავდნენ. შუა საუკუნეებში წარმოდგენის შესახებ ხალხს ქუჩაში გამოსული მაცნე აუწყებდა. ქაღალდის აფიშები პირველად საფრანგეთში XVI ს-ში გაჩნდა. თავდაპირველად აფიშაზე მხოლოდ ნაწარმოების სათაური იყო მითითებული, იშვიათად, მოქმედ პირთა თავგადასავალი. XVII ს-დან ნაწარმოების სათაურს მისი ავტორისა და მსახიობთა ვინაობაც დაემატა. თუ ქალაქში რამდენიმე თეატრი იყო, თითოეულს განსხვავებული ფერის აფიშა ჰქონდა. XVIII-XIX სს. აფიშა ილუსტრირებული გახდა. მან მხატვრული პლაკატის დონეს მიაღწია. აფიშები ფორმითაც განსხვავდებოდნენ: პროგრამები და ე.წ. მოკლე ფურცლები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9