დე დი დო დრ
დებ დეკ დეტ

დეტექტივი

ინგლ. detective მაძებარი
ლიტერატურული ჟანრი, რომლის ჩამოყალიბებაც განაპირობა დანაშაულის პროფესიული გამოძიების, როგორც სოციალური სინამდვილის ამსახველი მოვლენის წარმოშობამ. XVIII-XIX სს-ის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაიწყო პოლიციის აპარატის ფორმირება დანაშაულთა გახსნისა და აღკვეთის მიზნით. ამ პერიოდის მთელ რიგ მწერალთა ნაწარმოებებში გაჩნდა დეტექტიური ინტრიგის ელემენტები, გამოიკვეთა ახალი პერსონაჟი - მეძებარი, როგორც ეპიზოდური სახე, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ მიანიშნებდა ახალი ლიტერატურული ჟანრის აღმოცენებაზე.

დეტექტიური ჟანრის ფუძემდებლად ითვლება ედგარ ალან პო. რომელმაც თავის ნაწარმოებებში აქცენტი დამნაშავის პიროვნებიდან გამომძიებლის პიროვნებაზე გადაიტანა. ასე გაჩნდა ცნობილი პირველი ლიტერატურული მაძებარი - დიუპენი. თავისი კლასიკური სახე კი დეტექტივმა, როგორც ჟანრმა, არტურ კონან დოილის მოთხრობებში მიიღო, რომელთა მიზანიც იყო მკითხველის დაინტერესება მოვლენათა მოულოდნელი განვითარებით, იმ პიროვნების ორიგინალობით, რომელიც იძიებს. ამიტომაც არის, რომ ისეთი ლიტერატურული გმირები, როგორიც არიან ა. კონან-დოილის - შერლოკ ჰოლმსი, აგატა კრისტის - ერკიულ პუარო, ჟორჟ სიმენონის - კომისარი მეგრე და სხვები, ტოლს არ უდებენ პოპულარობაში მათსავე ავტორებს.


ედგარ ალან პო
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9