ევ ეკ ელ ენ ეპ ეს ეტ ექ
ეკლ ეკო ეკრ

ეკრანიზაცია

კინოხელოვნების ნაწარმოები, რომელიც შექმნილია ხელოვნების სხვა სახის (ლიტერატურის, დრამატული თუ მუსიკალური თეატრის, ოპერისა და ბალეტის ჩათვლით) ნაწარმოების საფუძველზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ცნება „ეკრანიზაციას“ უკავშირებენ ლიტერატურული ნაწარმოების გადატანას კინოხელოვნების ენაზე.

კინოხელოვნების არსებობის პირველსავე წლებში შეიმჩნეოდა ორიგინალური სიუჟეტების უკმარისობა, რის გამოც კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლებმა მიმართეს ლიტერატურას. ასე შეიქმნა ეკრანიზაციის პირველი ნიმუშები: ფრანგი რეჟისორის ჟორჟ მელიესის მიერ 1902 წ. გადაღებული ფილმები: „რობინზონ კრუზო“ და „გულივერის თავგადასავლები“ (დანიელ დეფოსა და ჯონათან სვიფტის ნაწარმოებების მიხედვით).




კადრი ქართული მხატვრული ფილმიდან „სამანიშვილის დედინაცვალი“ არცთუ იშვიათად ეკრანიზაციის ხილვას ეკრანზე მოჰყვება მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია, აზრი, რამდენადაც ლიტერატურული ნაწარმოების, მისი იდეებისა და სახეების ხორცშესხმა კინოხელოვნების ხერხებითა და საშუალებებით განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლოა. ცნობილია ეკრანიზაციის ისეთი სახეც, როდესაც კინონაწარმოების შესაქმნელად გამოიყენება ლიტერატურული პირველწყაროს მხოლოდ ცალკეული სიუჟეტური ხაზები და გმირები. ამ შემთხვევაში ტიტრებშიც აღინიშნება, რომ ფილმი შექმნილია ამა თუ იმ ნაწარმოების მოტივების მიხედვით.

ქართული კინოს ისტორიაში შექმნილი საუკეთესო ეკრანიზაციები გამოირჩევა ლიტერატურული ნაწარმოებების გაგების სიღრმითა და მხატვრული გამომსახველობით (ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, ნოდარ დუმბაძისა და სხვათა ნაწარმოებების მიხედვით).


კადრი ქართული მხატვრული ფილმიდან „ძაღლი“
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9